რუსეთში ორი ნავი გადაბრუნდა, რის შედეგადაც 14 ბავშვი დაიღუპა

მოსკოვიდან ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე კარელიის ბანაკში ჩასული 47 ბავშვი და 4 მოზარდი სიამორზეროს ტბაში ნავით გავიდნენ. ამოვარდნილი ქარიშხალის გამო კი ორივე ნავი გადაბრუნდა

514632
რუსეთში ორი ნავი გადაბრუნდა, რის შედეგადაც 14 ბავშვი დაიღუპა

რუსეთში ორი ნავი გადაბრუნდა, რის შედეგადაც 14 ბავშვი დაიღუპა.

ფაქტი კარელიის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოხდა.

მოსკოვიდან ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე კარელიის ბანაკში ჩასული 47 ბავშვი და 4 მოზარდი სიამორზეროს ტბაში ნავით გავიდნენ. ამოვარდნილი ქარიშხალის გამო კი ორივე ნავი გადაბრუნდა.

ამის გამო 12-14 წლის 14 ბავშვი დაიღუპა.

გადაბრუნებული ნავზე მყოფი ბავშვებიდან მხოლოდ ისინი გადარჩნენ, რომელთაც სამაშველო ჟილეტები ეცვათ. ბანაკის ორი პედაგოგი და ნავით ექსკურსიის ორგანიზატორი სასტუმროს დირექტორი და მის მოადგილე უსაფრთხოების ზომების უგულვებელყოფის ბრალდებით დააკვეს.

უფლებამოსილთა განცხადებით, რეგიონში მოსალოდნელი ქარიშხალის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილეს, გამოცდილი მეთევზეებიც კი ტბაზე არ გავიდნენ, ხოლო ბანაკის მესვეურებმა კი გაფრთხილება არ გაითვალისწინეს. 


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #ტბა , #ტრაგედია

მსგავსი ინფორმაციები