კარელიის ავტონომიურ რესპუბლიკაში 11 ადამიანი დაიხჩო

მათ შორის 10 ბავშვია

514013
კარელიის ავტონომიურ რესპუბლიკაში 11  ადამიანი დაიხჩო

რუსეთის, ჩრდილოეთით კარელიის ავტონომიურ რესპუბლიკაში  სალაშქროდ წამსვლელი ბავშვების ექსკურსია  ტრაგედიით დასრულდა. მომხდარის შედეგად 10 ბავშვი, მთლიანობაში 11 ადამიანი დაიღუპა.  რუსული მედიის ინფორმაციით, 51-კაციანი ჯგუფი მათ შორის 47 ბავშვი, კარელიის სამოზეროს ტბაზე დასასვენებლად ჩავიდა. ტბაზე ნავებით გასეირნების პერიოდში ძლიერი შტორმი წარმოიქმნა, რის შედეგადაც ნავი გადაბრუნდა და ნავზე მყოფთაგან მხოლოდ ისინი გადარჩენ, რომლებსაც საცურაო ჟილეტები ჰქონდათ გაკეთებული. ამ დროისთვის 3 ბავშვს ეძებენ.  



მსგავსი ინფორმაციები