ჩინეთი მცურავი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობას აპირებს

ჩინეთი მცურავი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობას აპირებს

475988
ჩინეთი მცურავი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობას აპირებს

ჩინეთი მცურავი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობას აპირებს

ჩინეთი, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ხელოვნური კუნძულების გაშენების გამარტივების მიზნით მცურავი ბირთვული ელექტრო სადგურის მშენებლობას აპირებს. ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოფიციალური სამაუწყებლო წყარო, გაზეთ Global Times-ის ინფორმაციით ჩინელი სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ბირთვული ელექტროს სადგურის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გაშენების შემთხვევაში უფრო ეფექტური მუშაობების ჩატარება იქნება შესაძლებელი. ჩინეთის გემთმშენებელი სამრეწველო კორპორაციის დირექტორის, ლუი ჩინგუოს განცხადებით თუ სხვადასხვა ფაქტორებს გადავხედავთ, მცურავი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის აუცილებლობას ნათლად დავინახავთ. ჩინეთის პირველი მცურავი ბირთვული ელექტროსადგურის ამოქმედება 2019 წლისთვის იგეგმება. ჩინეთი, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ხელოვნურ კუნძულებზე გასაშენებელი საჰაერო ბაზების გაშენებით, სადავო წყლებში თავისი პოზიციების გაძლიერებას ცდილობს.



მსგავსი ინფორმაციები