NEXT by TRT World-ის ფორუმი 18 მაისს იწყება

ღონისძიებაზე რეგისტრაცია შესაძლებელია „next.trtworldforum.com“-ზე.

2140514
NEXT by TRT World-ის ფორუმი 18 მაისს იწყება

ახალგაზრდული საერთაშორისო ფორუმი NEXT, რომელიც 2017 წლიდან მოყოლებული თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT World-ის ეგიდით იმართება, მიმდინარე წელსაც მრავალი ადამიანის მონაწილეობით 18 მაისს სტამბოლში იწყება.

ფორუმის მიზანია დღევანდელი პრობლემების გადაწყვეტის მოძიება და ინკლუზიური და მდგრადი მომავლის ჩამოყალიბება.

NEXT by TRT World-ის ფორუმი, რომელმაც გააერთიანა ათასობით ახალგაზრდა როგორც ქვეყნის შიგნიდან და საზღვარგარეთიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში, მიზნად ისახავს მრავალი კითხვისა და პრობლემის გადაჭრას, მათ შორის ტექნოლოგიებიდან სპორტამდე, კულტურიდან ხელოვნებამდე და ჯანმრთელებამდე, ასევე მსოფლიოს მომავალი მედიის ცვლილებასა და ტრანსფორმაციამდე.

ფორუმი მოიცავს ექსპერტთა პანელებს, სემინარებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ღონისძიების თემას, ინტერვიუებს სპეციალურ სტუმრებთან და გამოცდილების სფეროებს ფოიეს ტერიტორიაზე.

ფორუმის მომხსენებლები არიან პირველი თურქი ასტრონავტი ალფერ გეზერავაჯი, პალესტინელი მხატვარი და მწერალი მალაკ მატარი, პალესტინელი ხელოვნური ინტელექტის ეთიკის მკვლევარი და აკადემიური ექსპერტი ნურ ნაიმი, ნიგერიელი კინემატოგრაფი და კონტენტ პროდიუსერი მარიამ აპაოკაგი-გრინი, სამხრეთ აფრიკელი ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტივისტი შუდუფჰაძო მუსიდა, ტანზანიელი მუსიკოსი ფრიდა ამანი, ლიბიელი ჟურნალისტი და პროდიუსერი ნურ თაგოური და სამხრეთ აფრიკელი სპორტის სპეციალისტი ჯულია რობსონი.

ღონისძიებაზე რეგისტრაცია შესაძლებელია „next.trtworldforum.com“-ზე.



მსგავსი ინფორმაციები