TOGG ევროპის ბაზარზე გადის

TOGG ევროპის ბაზარზე გადის

2139175
TOGG ევროპის ბაზარზე გადის

თურქეთის მიერ ადგილობრივი შესაძლებლობებით დამზადებული პირველი ელექტრო ავტომობილი (TOGG) ევროპის გზებზე 2025 წლიდან გამოჩნდება.

მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმედ ფათიჰ ქაჯირმა, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობასთან (TRT) შეფასებები გააკეთა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული შესაძლებლობებით დამზადებული პირველი ელექტრო ავტომობილი - TOGG არ არის მხოლოდ ახალი საავტომობილო ბრენდი, არამედ ბრენდი, რომელიც პიონერია მთელი ინდუსტრიის ტრანსფორმაციაში. ქაჯირმა თქვა, რომ Togg-ის რაოდენობა გზებზე უახლოვდება 30 ათასს.

„ჩვენს ქვეყანაში Togg არის როგორც ლიდერი ელექტრომობილების კლასში, ასევე ბაზრის ლიდერი საკუთარი მოდელის SUV მანქანებს შორის. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება Togg-ის შესაძლებლობების გაუმჯობესება ავტომატურ მართვასა და ხელოვნურ ინტელექტში უახლოეს პერიოდში. Togg,  გერმანიაში გაყიდვაში 2025 წლის დასაწყისში გამოვა და ამით ევროპის ბაზარზეც შევა“, განაცხადა ქაჯირმა.

მინისტრმა, TRT-სთან ინტერვიუს დროს ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უახლოეს მომავალში ახალ ტექნოლოგიების წახალისების პროგრამას გამოაცხადებს.   


საკვანძო სიტყვები: #TOGG ევროპის ბაზარზე გადის

მსგავსი ინფორმაციები