ესპანეთში იანვარში რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა

ესპანეთში ტემპერატურის მატებამ, განსაკუთრებით იანვრის მეორე ნახევრიდან, სეზონური ნორმების გადამეტებით რეკორდი მოხსნა

2094001
ესპანეთში იანვარში რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა

ესპანეთში ტემპერატურის მატებამ, განსაკუთრებით იანვრის მეორე ნახევრიდან, სეზონური ნორმების გადამეტებით რეკორდი მოხსნა.

ეროვნული მეტეოროლოგიური ინსტიტუტის (AEMET) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, იანვრის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 90-ზე მეტ ლოკაციაზე ტემპერატურის რეკორდები დაფიქსირდა.

სეზონურ ნორმებზე მაღალმა ტემპერატურამ ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვეყნის თითქმის მთელ სამხრეთში 20 გრადუსს გადააჭარბა.

ტემპერატურამ 21 გრადუსს მიაღწია ქალაქებში ალბასეტეში, პალმა დე მაიორკასა და ბადახოზში, 23 გრადუსს კორდობაში, ჰუელვაში და ალმერიაში, 25 გრადუსს ვალენსიაში და 27 გრადუსს მურსიაში.

ესპანურ პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში ეროვნული მეტეოროლოგიური ინსტიტუტის  სპიკერმა მარსელინო ნუნესმა თქვა, რომ ჰაერის ტემპერატურა მთელ ქვეყანაში 6-დან 12 გრადუსამდე აღემატება ნორმას, მაგრამ ზოგან იგი 10-დან 12 გრადუსამდე ავიდა.

ნუნეზმა განაცხადა, რომ მათი შეფასებით, თებერვალსა და მარტშიც ჰაერის ტემპერატურა სეზონურ ნორმებზე მეტი იქნება.

ესპანეთი, ერთ-ერთი ქვეყანას, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა კლიმატის ცვლილებით და ექსპერტების აზრით იგი იქნება „უფრო ცხელი, მშრალი და უფრო დაუცველი“ ქვეყანა ამჟამინდელი კლიმატის პირობებში.

ამჟამად, გვალვის პრობლემა ყველაზე ეფექტურია ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე კატალონიის რეგიონში, სადაც სავარაუდოდ, 1 თებერვლიდან წითელი განგაში გამოცხადდება, ხოლო ავტონომიური ადმინისტრაცია სამხრეთით ანდალუსიის რეგიონში, სადაც წყლის შეწყვეტა ხდება, დროდადრო აფრთხილებს მოსახლეობას, რომ ზაფხულში სერიოზული პრობლემები შეიქმნება, თუ გაზაფხულზე მოსალოდნელი ნალექი არ მოვა.


საკვანძო სიტყვები: #მაღალი ტემპერატურა , #ესპანეთი

მსგავსი ინფორმაციები