ჩინეთმა თანამგზავრი გაუშვა

500-ე გაშვება განხორციელდა Long March-ის რაკეტებით, რომლებიც მთავარი გადამზიდავია ჩინეთის კოსმოსურ პროგრამაში

2075062
ჩინეთმა თანამგზავრი გაუშვა

500-ე გაშვება განხორციელდა Long March-ის რაკეტებით, რომლებიც მთავარი გადამზიდავია ჩინეთის კოსმოსურ პროგრამაში.

Xinhua-ს ცნობით, დისტანციური აღქმის მქონე თანამგზავრების "Yaogan-39"-ის მეხუთე ჯგუფის 3 თანამგზავრი Long March 2D რაკეტით გაშვებული იქნა სიჩუანის პროვინციაში მდებარე შიჩანგის სატელიტური ცენტრიდან.

თანამგზავრები განლაგდნენ თავიანთ ორბიტალურ პოზიციაზე გაშვების შემდეგ და ეს იყო 500-ე სატრანსპორტო მისია, რომელიც შესრულდა Long March-ის რაკეტებით.

ჩინეთის პირველი ადგილობრივი თანამგზავრი, დონფანგჰონგ 1, კოსმოსში გაუშვეს 1970 წელს Long March 1-ის რაკეტით.

1970 წლიდან დღემდე 20 ტიპის Long March-ის რაკეტა იქნა წარმოებული, მათგან 16 ჯერ კიდევ აქტიურ გამოყენებაშია.

რაკეტების დიზაინსა და წარმოებას ახორციელებს ჩინეთის სატრანსპორტო საშუალების გამშვები ტექნოლოგიის აკადემია (CALT) დედაქალაქ პეკინში, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ჩინეთის აეროკოსმოსური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კორპორაციასთნ (CASC) და შანხაის კოსმოსური ფრენის ტექნოლოგიების აკადემიასთან (SAST).

ამრიგად, ჩინეთმა წელს 59-ე და Long March 2D რაკეტით მე-13 გაშვება განახორციელა.


საკვანძო სიტყვები: #თანამგზავრი , #ჩინეთი , #Long March

მსგავსი ინფორმაციები