ჩინეთმა მეტეოროლოგიური თანამგზავრები გაუშვა

ჩინეთმა მეტეოროლოგიური თანამგზავრები გაუშვა

1964213
ჩინეთმა მეტეოროლოგიური თანამგზავრები გაუშვა

ჩინეთმა  ოთხი მეტეოროლოგიური თანამგზავრი გაუშვა, რომლებიც „Tienmu-1“ სატელიტური ქსელის ნაწილია.

ჩინეთის სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო Xinhua-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თანამგზავრები გობის უდაბნოში Ciucuen-ის სატელიტური ცენტრიდან Kuaicou-1A-ს გადამზიდავი რაკეტით გაუშვეს.

მათივე ინფორმაციით, თანამგზავრები, რომლებიც განკუთვნილია კომერციული მეტეოროლოგიური სერვისების გამოსაყენებლად, გაშვების შემდეგ განთავსდა მათ დაგეგმილ ორბიტალურ პოზიციაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს გაშვება იყო მე-19 წარმატებული სატრანსპორტო მისია იყო Kuaicou-1A-ს რაკეტით.

პირველი ორი თანამგზავრი, რომლებიც ქმნიან „Tienmu“ სატელიტურ ქსელს, რომლის სახელი ჩინურად ნიშნავს „ცის დედას“, მიმდინარე წლის 9 იანვარს გაუშვეს.



მსგავსი ინფორმაციები