სლოვაკეთი უკრაინაში 13 ერთეულ საბჭოთა წარმოების Mig-29 ტიპის გამანადგურებელს გააგზავნის

სლოვაკეთი უკრაინაში 13 ერთეულ საბჭოთა წარმოების Mig-29 ტიპის გამანადგურებელს გააგზავნის

1961390
სლოვაკეთი უკრაინაში 13 ერთეულ საბჭოთა წარმოების Mig-29 ტიპის გამანადგურებელს გააგზავნის

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა, რომ უკრაინაში 13 ერთეულ საბჭოთა წარმოების Mig-29 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავის გაგზავნას, რომლებიც ქვეყანაში არ გამოიყენება, დაეთანხმა მმართველი უმცირესობის მთავრობა.

უკრაინაში საბჭოთა წარმოების თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც დღის წესრიგში დიდი ხანია დგას, ჰეგერმა განცხადება Twitter-ზე გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინისთვის მიცემული დაპირება უნდა შესრულდეს. „სლოვაკეთის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინაში 13 ერთეული Mig-29 თვითმფრინავის გაგზავნა“. -  განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.

ჰეგერმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა უფრო მეტი იარაღი, მათ შორის სამხედრო თვითმფრინავები და რომ ისინი შეეცდებიან ყველაფერი გააკეთონ, რაც შეუძლიათ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა: "სხვა ქვეყნებიც ასრულებენ მსგავს საქმეს. უკრაინაში ძირითადი სამხედრო დახმარების მასალების მიწოდების წყალობით, ეს ქვეყანა შეძლებს დაიცვას როგორც საკუთარი თავის, ისე მთელი ევროპა რუსეთის წინააღმდეგ“.

2022 წლის ივლისში თავის განცხადებაში ჰეგერმა გააზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები შეიცვლება F-16-ებით და რომ ამ თვითმფრინავებს 2022 წლის სექტემბრიდან აღარ გამოიყენებენ.


საკვანძო სიტყვები: #Mig-29 , #სლოვაკეთი , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები