Covid-19-ით 8 კვირაში 170 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

გებრეისუსმა ჯანდაცვის გლობალური მდგომარეობის შესახებ შეფასებები გააკეთა

1937448
Covid-19-ით 8 კვირაში 170 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ბოლო 8 კვირაში 170 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო.

გებრეისუსმა ჯანდაცვის გლობალური მდგომარეობის შესახებ შეფასებები გააკეთა.

მან გასული წლის დეკემბრის დასაწყისიდან Covid-19-ით ყოველკვირეული სიკვდილიანობის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა: „ბოლო 8 კვირაში კოვიდ-19-ით 170 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს მხოლოდ აღრიცხული დაღუპულთა რიცხვია, რეალური რიცხვი ამაზე მეტია“.

გებრეისუსმა განაცხადა, რომ 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯანმომ გამოაცხადა "საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა" და რომ ამ კვირაში Covid-19-ის საგანგებო კომიტეტი შეიკრიბება, რათა განიხილოს ვირუსთან დაკავშირებული სიტუაცია წარმოადგენს თუ არა გლობალური დონის საგანგებო მდგომრეობას.

„წინასწარ არ მივიღებ საგანგებო სიტუაციების კომიტეტის რჩევებს, თუმცა ბევრ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მზარდი მაჩვენებელი მაწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე 3 წლის წინ, როდესაც ეპიდემია დაიწყო, გლობალური კოლექტიური რეაქცია ეპიდემიაზე კვლავ ზეწოლის ქვეშ არის“.  - თქვა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

მანვე აღნიშნა, რომ ძალიან ცოტა ადამიანი, განსაკუთრებით მოხუცები, არიან ადეკვატურად ვაქცინირებული და რომ ბევრი ადამიანი არ იღებს „შეხსენების“ დოზებს.

გებრეისუსმა განაცხადა, რომ მყიფე ჯანდაცვის სისტემებს გრიპთან და სხვა დაავადებებთან გამკლავება კოვიდ 19-ის ტვირთთან ერთად უჭირთ და დაამატა: ”ჩემი გზავნილი ნათელია, ნუ დააკნინებთ ამ ვირუსს, მან გაგვაოცა და აგრძელებს ჩვენს გაოცებას. ვირუსი გააგრძელებს მოკვლას, თუ ჩვენ არ მივაწვდით ჯანდაცვის ინსტრუმენტებს მათ, ვისაც ეს სჭირდება და მეტს არ გავაკეთებთ დეზინფორმაციასთან მასშტაბურად საბრძოლველად“.


საკვანძო სიტყვები: #გებრეისუსი , #კოვიდ-19 , #ჯანმო

მსგავსი ინფორმაციები