გრელანდიის ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურამ უმაღლეს დონეს მიაღწია

გრელანდიის ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურამ უმაღლეს დონეს მიაღწია ბოლო 1000 წლის განმავლობაში

1935162
გრელანდიის ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურამ უმაღლეს დონეს მიაღწია

დადგინდა, რომ გრენლანდიის ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურამ მიაღწია უმაღლეს დონეს ბოლო 1000 წლის განმავლობაში.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ გრენლანდიის ჩრდილოეთ ნაწილში ტემპერატურა მე-20 საუკუნესთან შედარებით 1,5 გრადუსით ცელსიუსით (2,7 ფარენჰეიტი) გაიზარდა, ხოლო თერმომეტრებმა ყველაზე მაღალი ტემპერატურა დააფიქსირეს ბოლო 1000 წლის განმავლობაში.

მეცნიერებმა ყინულის შრეებსა და ყინულის ბირთვების ნიმუშებზე ჩატარებული მუშაობით დაადგინეს, რომ ტემპერატურის სწრაფის ზრდა 1995 წლიდან დაიწყო.

მეცნიერმა მარია ჰორჰოლდმა, რომელიც კვლევითი ჯგუფის წევრია, განაცხადა: „ჩვენ ვხედავთ ტემპერატურის მატებას 1990-2011 წლებში. ახლა ჩვენ გვაქვს გლობალური დათბობის აშკარა ნიშანი“.

ჯეისონ ბოქსმა, დანიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის გლაციოლოგმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კვლევაში, დასძინა: "ჩვენ ძალიან უნდა ვიღელვოთ ჩრდილოეთ გრენლანდიის დათბობის გამო. რადგან ამ მხარეში არის დიდი მოქცევის მყინვარები და ათეულობით მძინარე გიგანტი ყინულის დინების სახით“.



მსგავსი ინფორმაციები