NASA-ს რადიაციული თანამგზავრი დედამიწის ატმოსფეროში შემოვა

NASA-ს რადიაციული თანამგზავრი დედამიწის ატმოსფეროში შემოვა

1930133
NASA-ს რადიაციული თანამგზავრი დედამიწის ატმოსფეროში შემოვა

რადიაციული თანამგზავრი ERBS, რომელიც ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) მიერ კოსმოსში 1984 წელს იქნა გაშვებული, სავარაუდოდ, დღეს დედამიწის ატმოსფეროში შემოვა.

თანამგზავრმა, რომელიც ატმოსფეროში ცვლილებებს აკვირდებოდა და გაზომვებს ახორციელებდა, მისია 2005 წელს დაასრულა და კოსმოსურ ნარჩენად გადაიქცა.

2500 კილოიანი თანამგზავრი, რომელიც წლების განმავლობაში ტრიალებდა დედამიწის გარშემო, დღეს დედამიწის ატმოსფეროში შემოვა.

აღინიშნა, რომ ამ შემოსვლისას თანამგზავრის უმეტესი ნაწილი ატმოსფეროში დაიწვება და ფერფლად გადაიქცევა, ზოგიერთი ნაწილი კი შეიძლება დაეცეს დედამიწას, მაგრამ დაზიანების რისკი ძალიან დაბალია.

ზუსტად როდის და რომელ რეგიონში დაეცემა თანამგზავრი, უცნობია.


საკვანძო სიტყვები: #ERBS , #რადიაციული თანამგზავრი , #NASA , #ნასა

მსგავსი ინფორმაციები