სტრეპტოკოკ A-ს ინფექციით მრავალი ბავშვი დაიღუპა

სტრეპტოკოკ A-ს ინფექციით მრავალი ბავშვი დაიღუპა

1915398
სტრეპტოკოკ A-ს ინფექციით მრავალი ბავშვი დაიღუპა

დიდ ბრიტანეთში „სტრეპტოკოკ A“-ს ბაქტერიით გამოწვეული ინფექციით დაღუპული ბავშვების რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა განათლების საკითხებში, ნიკ გიბმა თქვა, რომ ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად სკოლებს შეეძლებათ ანტიბიოტიკების გამოყენება. დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტომ თემასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დაავადების შემთხვევები მიმდინარე წელს, წინა წლებთან შედარებით უფრო დიდია.

ბაქტერია, რომლებიც იწვევს სიწითლას და კანის ინფექციას სხეულის ზოგიერთ ნაწილში, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები და ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილი.

ცნობისათვის, დაავადების გამომწვევი ბაქტერია ადვილად შეიძლება გავრცელდეს ადამიანებს შორის ცემინების, ხველების და ახლო კონტაქტის გზით.



მსგავსი ინფორმაციები