რუსეთში „მიგ-31“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა

პრიმორსკის რაიონში სასწავლო ფრენის დროს „მიგ-31“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა

1914001
რუსეთში „მიგ-31“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრიმორსკის რაიონში სასწავლო ფრენის დროს „მიგ-31“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა.

რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ გეგმიური სასწავლო ფრენის შესრულებისას პრიმორსკის რაიონის სოფელ ალექსეევკას მახლობლად ტყეში მიგ-31 ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა.

განცხადების მიხედვით, ეკიპაჟმა კატაპულტირება მოახდინა და პირველადი მონაცემებით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"თვითმფრინავი საბრძოლო მასალის გარეშე გაფრინდა. შესაძლოა თვითმფრინავის ჩამოვარდნა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია“.- ნათქვამია განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები