SpaceX-მა კოსმოსში გააგზავნა საკომუნიკაციო თანამგზავრი Eutelsat 10B

ამერიკულმა კოსმოსური შატლების და რაკეტების მწარმოებელმა SpaceX-მა რაკეტით Falcon 9 კოსმოსში გაგზავნა საკომუნიკაციო თანამგზავრი Eutelsat 10B

1909924
SpaceX-მა კოსმოსში გააგზავნა საკომუნიკაციო თანამგზავრი Eutelsat 10B

ამერიკულმა კოსმოსური შატლების და რაკეტების მწარმოებელმა SpaceX-მა რაკეტით Falcon 9 კოსმოსში გაგზავნა საკომუნიკაციო თანამგზავრი Eutelsat 10B.

გატყორცნა, ამერიკაში, ფლორიდის შტატში მდებარე კეიპ კანავერალის კოსმოსური სადგურიდან ადგილობრივი დროით 21:57 საათზე შედგა.

NASA-ს ვებსაიტზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკომუნიკაციო თანამგზავრი Eutelsat 10B,  ამერიკის კონტინენტზე, ატლანტის ოკეანეში, ევროპაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს საზღვაო და თვითმფრინავის შიდა ფართოზოლოვან მონაცემთა და ვიდეო კავშირს.


საკვანძო სიტყვები: #Eutelsat 10B , #აშშ , #SpaceX

მსგავსი ინფორმაციები