ჩინეთმა დედამიწის ორბიტაზე 5 პატარა თანამგზავრი გააგზავნა
ჩინეთმა დედამიწის ორბიტაზე 5 პატარა თანამგზავრი გააგზავნა ადგილობრივი წარმოების Ceres-1-ის სახელწოდების გადამზიდავი რაკეტით
ჩინეთმა დედამიწის ორბიტაზე 5 პატარა თანამგზავრი გააგზავნა ადგილობრივი წარმოების Ceres-1-ის სახელწოდების გადამზიდავი რაკეტით.
სააგენტო „სინჰუა“-ს ცნობით, რაკეტა გაშვებული იქნა ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე განსუს პროვინციის კოსმოდრომიდან.
ინფორმაციის თანახმად, თანამგზავრები გაშვების შემდეგ დაგეგმილ ორბიტალურ მდგომარეობაში განთავსდნენ.
ეს Ceres-1 რაკეტით განხორციელებული მე-2 გაშვება იყო.
პირველი გაშვება მყარი საწვავის მცირე გადამზიდავი რაკეტით, რომელიც შექმნილია პეკინის „შინჰი დონგლის“ კოსმოსური ტექნოლოგიების კორპორაციის მიერ, 2020 წლის 7 ნოემბერს განხორციელდა.
რაკეტას Ceres-1 შეუძლია გადაიტანოს 350 კილოგრამი დედამიწის დაბალ ორბიტამდე მიწიდან 160 კილომეტრში და 270 კილოგრამი მზის სინქრონულ ორბიტამდე 700 კილომეტრის სიმაღლეზე.
მსგავსი ინფორმაციები
NEXT by TRT World-ის ფორუმი 18 მაისს იწყება
ღონისძიებაზე რეგისტრაცია შესაძლებელია „next.trtworldforum.com“-ზე.