ზელენსკი: "დონბასი და ყირიმი არის ორი ეკოლოგიური ბომბი ევროპის ცენტრში"

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასი და ყირიმი არის ორი ეკოლოგიური ბომბი ევროპის ცენტრში

1728007
ზელენსკი: "დონბასი და ყირიმი არის ორი ეკოლოგიური ბომბი ევროპის ცენტრში"

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასი და ყირიმი არის ორი ეკოლოგიური ბომბი ევროპის ცენტრში.

ზელენსკი, შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში გამართულ გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციაზე (COP26) სიტყვით გამოვიდა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც ხელი მოაწერა პარიზის შეთანხმებას და მათი მიზანია 2030 წლისთვის სათბურის გაზების 65 პროცენტით შემცირება.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გლობალური დათბობაა საჭირო საერთაშორისო ურთიერთობებში, სადაც ნდობა ყოველწლიურად უფრო მცირდება“ და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ზოგიერთისთვის შეთანხმება თუ მხოლოდ სიტყვებია, მაშინ მას აზრი ეკარგება.

მისივე თქმით, 1994 წელს უკრაინამ მიიღო უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები, რომლებიც არ შესრულდა და დაამატა: „ორი ეკოლოგიური ბომბი ჩამოვარდა ევროპის ცენტრში, დონბასის და ოკუპირებულ ყირიმის სახით.“

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყირიმი, რომელსაც უნიკალური ფლორა აქვს, გადაიქცა რუსეთის საზღვაო ბაზად, დონბასის ზოგიერთი რეგიონი სავსეა ნაღმებით და ეს სიტუაცია საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს.



მსგავსი ინფორმაციები