არაბეთის გაერთიანებულმა საემირატომ თანამგზავრი გააგზავნა მარსზე

იგი მარსზე 200 დღის შემდეგ დაჯდება

1458215
არაბეთის გაერთიანებულმა საემირატომ თანამგზავრი გააგზავნა მარსზე

არაბეთის გაერთიანებულმა საემირატომ, მარსის კვლევის ფარგლებში დამზადებული სატელიტი თანამგზავრი, წარმატებით გასტყორცნა იაპონიიდან. "Hope/იმედი“ სახელწოდების სატელიტი, იაპონიის ტანეშაშიმის კოსმოსური ცენტრიდან, H-2A ტიპის რაკეტის საშუალებით გაიტყორცნა მარსზე. 1.3 ტონიანი სატელიტური თანამგზავრი, რომელიც სავარაუდოდ მარსზე 200 დღეში მიაღწევს, ძირითადად  ამინდზე და კლიმატურ ცვლილებებზე იმუშავებს.  არაბთა გაერთიანებულ საემირატოს გასულ კვირას ორჯერ სურდა ამ თანამგზავრების გაშვება, მაგრამ ოპერაცია გადაიდო ცუდი ამინდის გამო. თუ “იმედი“ წარმატებულად მიაღწევს დანიშნულების ადგილს, მაშინ, არაბეთის გაერთიანებულ საემირატო იქნება პირველი არაბული ქვეყანა, რომელმაც  თანამგზავრი გააგზავნა მარსზე



მსგავსი ინფორმაციები