ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ ზღვაში ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ ზღვაში ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

1280248
ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ ზღვაში ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ ზღვაში ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ დილის საათებში ორი რაკეტა გაისროლა.

რაკეტებიდან ერთი ადგილობრივი დროით 07.20 საათზე აღმოსავლეთის ზღვის ცენტრალურ ნაწილში, მეორე კი იაპონიის განსაკუთრებული ეკონომიკური რეგიონის აღმოსავლეთი პროვინციებიდან შიმანეს სანაპიროებთან ჩამოვარდა.

წყალქვეშა გემიდან გატყორცნილი ბალისტიკური რაკეტები 910 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა და 450 კილომეტრის მანძილის გავლის შემდეგ ჩამოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული რაკეტების ტესტირების დროს რაიმე სამხედრო აღჭურვილობა რა დაზიანებულა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ ამ ტიპის რაკეტა ბოლოს 2016 წელში გამოსცადა.

ჩრდილოეთ კორეამ, რომელიც აღმოსავლეთის ზღვაში რაკეტებს ხშირად უშვებს, წელს სარაკეტო ტესტირება მე-11 ჩაატარა.  

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გუშინ ვაშინგტონთან და ფხენიანთან ბირთვულ საკითხზე 4 ოქტომბერს წინასწარი შეხვედრის და 5 ოქტომბერს სამუშაო დონის მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე შეთანხმდნენ.

 



მსგავსი ინფორმაციები