ირანმა საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ირანმა საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

1242912
ირანმა საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ირანმა საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.

ამერიკული ტელევიზია CNN-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანმა გუშინ ქვეყნის სამხრეთში საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.

დაახლოებით 1300 კილომეტრის რადიუსის მქონე რაკეტა შაჰაბ-3 ქვეყნის სამხრეთიდან იქნა ნასროლი და 965 კილომეტრში დედაქალაქ თეირანთან ახლოს მდებარე უდაბნოში ჩამოვარდა.  

აღნიშნული უფლებამოსილის თქმით, რაკეტა შაჰაბ-3 აშშ-ის ბაზებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ირანი ამგვარი ცდებით ბალისტიკური რაკეტების რადიუსის და მოხვედრის კურსის გაუმჯობესებას ცდილობს.  

ამავდროულად, ამერიკულ Fox News-სთან საუბარში ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, დასძინა: „ვიცით, რომ ირანიდან რაკეტა იქნა ნასროლი, თუმცა ამჟამად მეტ კომენტარს არ გავაკებთ.“

ფაქტთან დაკავშირებით ირანში განცხადება არავის გაუკეთებია.



მსგავსი ინფორმაციები