ჩინეთის თანამგზავრის გაშვების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა

ჩინეთის „იაოგან-33“ სახელწოდების დისტანციური აღქმის თანამგზავრის გაშვების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა

1207252
ჩინეთის თანამგზავრის გაშვების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა

ჩინეთის „იაოგან-33“ სახელწოდების დისტანციური აღქმის თანამგზავრის გაშვების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა

საინფორმაციო სააგენტო „სინჰუა“-ს ცნობით, „იაოგან-33“, ქვეყნის შანშის პროვინციაში მდებარე ტაიუენის თანამგზავრის გაშვების ცენტრიდან რაკეტა Long March-ით გატყორცნეს კოსმოსში.

გაშვების შემდეგ რაკეტის პირველმა და მეორე ეტაპმა ჩვეულებრივად იმუშავა, მესამე ეტაპზე კი ანორმალური ვითარება შეიქმნა.  

წარუმატებლად დასრულებული გატყორცნის შემდეგ რაკეტის და თანამგზავრის ნამსხვრევები მიწაზე ჩამოვარდა.

ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, მომხდართან დაკავშირებით კი დაწყებულია გამოძიება.

ჩინეთის კონტროლიდან გასული კოსმოსური სადგური ტიანგონგ-1 გასული წლის აპრილში სამხრეთი წყნარი ოკეანის მიმართულებით ჩამოვარდა და ატმოსფეროში ნაწილებად დაიშალა.

ჩინეთი, დისტანციურად აღქმის თანამგზავრების, გლობალური პოზიციონირებისა და სადამკვირვებლო თანამგზავრების, ორბიტაზე მუდმივი კოსმოსური სადგურის მშენებლობის, მთვარის შესახებ მუშაობის, მარსისა და იუპიტერის აღმოჩენის მსგავსი ამბიციური პროექტებით 2045 წელში მიზნად ისახავს „კოსმოსის ლიდერად“ გადაქცევას.


საკვანძო სიტყვები: #ჩინეთი , #თანამგზავრი

მსგავსი ინფორმაციები