ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, წარმატებით გამოსცადეს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა

ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური ტელევიზიის ინფორმაციით „ჰვასონგ-15“-ის სახელწოდების კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა იქნა გასროლილი

857155
ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, წარმატებით გამოსცადეს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა

ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, წარმატებით გამოსცადეს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა.

ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური ტელევიზიის ინფორმაციით „ჰვასონგ-15“-ის სახელწოდების კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა იქნა გასროლილი.

ინფორმაციაში აღნიშნეს, რომ ქვეყნის ლიდერის, კიმ იონგ-უნის ბრძანებით ჩატარებული გამოცდა წარმატებით დასრულდა და ამ რაკეტას ამერიკის ტერიტორიაზე დარტყმის განხორციელება შეუძლია.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ რაკეტა გამოსცადა.

თავდაცვის მინისტრის, ჯეიმს მატისის თქმით, გასროლილი რაკეტა დღემდე ყველაზე დიდ სიმაღლეზე გასროლილი რაკეტაა.

პენტაგონის პრესსპიკერის,  პოლკოვნიკ რობ მენინგის განცხადებით, რაკეტამ 1000 კილომეტრი გაიარა, რის შემდეგაც იაპონიის ზღვაში, იაპონიის სახმელეთო წყლებში ჩამოვარდა.

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კი აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ამ სარაკეტო გამოცდასთან  დაკავშირებით საჭირო ნაბიჯებს გადადგამს.

იაპონიის კაბინეტმა კი მომხდარის განსახილველად საგანგებო შეკრება გამართა.



მსგავსი ინფორმაციები