21-27 მაისს „თურქული სამზარეულოს კვირეული“ გაიმართება

21-27 მაისს „თურქული სამზარეულოს კვირეული“ გაიმართება

2142268
21-27 მაისს „თურქული სამზარეულოს კვირეული“ გაიმართება

თურქული სამზარეულოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებული „თურქული სამზარეულოს კვირეულის“ ფარგლებში ღონისძიებები დღეს დაიწყება.

თურქული სამზარეულოს კვირეულის გამო, 21-27 მაისს ქვეყის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.

ღონისძიებები პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლის, ემინე ერდოღანის პატრონაჟით საპრეზიდენტო კომპლექსში ჩატარდება და მოიცავს პროგრამას და გამოფენას თემაზე "საუკუნოვანი გემოს შეხვედრის წერტილი: თურქული სამზარეულო შვიდ რეგიონში"

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება თურქეთის სხვადასხვა გეოგრაფიული რეგიონის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა და სასოფლო-სამეურნეო მრავალფეროვნება.

ღონისძიებაზე, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია თურქული სამზარეულოსა და კულტურის შესახებ და ხაზგასმული იქნება თურქული სამზარეულოს უნიკალური თვისებები, ნაჩვენები იქნება ვიდეო წარმოდგენა, რომელიც გადმოსცემს თურქული სამზარეულოს ტრადიციულ, ჯანსაღ და უნარჩენო კულტურულ მემკვიდრეობას და სიმდიდრეს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამზარეულოს ჭურჭელი, ხელნაკეთი ქსოვის ნამუშევრები და სუფრები, რომლებიც მიეკუთვნება ყველა რეგიონის კულინარიულ სიმდიდრეს და სუფრის კულტურას, მოხდება გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტების პრეზენტაცია, რომლებიც ქმნიან დამატებით ღირებულებას მრავალ სფეროში, როგორიცაა კულტურა, ტურიზმი და ეკონომიკა და სხვა

გარდა ამისა, ციფრულ ეკრანებზე შესაძლებელი იქნება თურქული სამზარეულოს ისტორიის, მისი ისტორიული განვითარების და რეგიონების უნიკალური ტექსტურების ხილვა.



მსგავსი ინფორმაციები