მაიკლ ჯექსონის მუსიკალური კატალოგის ნახევარი გაიყიდა

მაიკლ ჯექსონის მუსიკალური კატალოგის ნახევარი გაიყიდა

2100719
მაიკლ ჯექსონის მუსიკალური კატალოგის ნახევარი გაიყიდა

ამერიკულმა მუსიკალურმა კომპანიამ Sony Music-მა დაახლოებით 600 მილიონ დოლარად შეიძინა ცნობილი მომღერლის მაიკლ ჯექსონის სიმღერების კატალოგის ნახევარი.

მუსიკალური კატალოგის ღირებულება, რომელშიც შედის 13 გრემის მფლობელი ჯექსონის ყველა სიმღერა, 1,2 მილიარდ დოლარზე მეტად არის შეფასებული.

აღინიშნა, რომ ხელშეკრულება კატალოგის ნახევარზე, რომელიც Sony Music-მა დაახლოებით 600 მილიონ დოლარად შეიძინა, დღემდე ყველაზე დიდი შეთანხმებაა სოლო შემსრულებლისთვის.

შეთანხმებაში ასევე შედის რეი ჩარლზის, ელვის პრესლის და არეტა ფრანკლინის რამდენიმე სიმღერა, რომლებიც ჯექსონის კომპანიამ Mijac-მა შეიძინა.

მანამდე 2021 წელს ცნობილმა ამერიკელმა როკ არტისტმა ბრიუს სპრინგსტინმაც გაყიდა თავისი ყველა ალბომი და მუსიკალური უფლება  500 მილიონ დოლარად.


საკვანძო სიტყვები: #მაიკლ ჯექსონი

მსგავსი ინფორმაციები