დღეს ყადირის ღამეა

დღეს, ისლამური სამყარო წმ. ყურანის ზეგარდმოვლენის დაწყების ღამეს აღნიშნავს

1975825
დღეს ყადირის ღამეა

დღეს, ისლამური სამყარო, ათას თვეზე უფრო სასარგებლოდ (ძვირფასად) მიჩნეული ყადირის ღამეს აღნიშნავს. ისლამის რწმენის მიხედვით წმ. ყურანის ზეგარდმოვლენა ამ ღამეს, ანუ ყადირის ღამეს დაიწყო. ეს ღამე პატიების და ვედრებების ასრულების ერთადერთი ღამეა, რომელიც ყურანში არის მოხსენიებული. წმ. ყურანში სურა ყადირში ეს ღამე ასეა აღწერილი: „უეჭველად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი (წმ. ყურანი) ყადირის ღამეს! რა გამცნობს შენ რას ნიშნავს ყადირის ღამე? ყადირის ღამე ათას თვეზე უკეთესია! ღმერთის ნებით გადმოდიან ანგელოზები და სული, (მთავარანგელოზი ჯებრაილი) ყოველი ბრძანების შესასრულებლად. ის ღამე ცისკრის ამოსვლამდე, მშვიდობითა და ბედნიერებითაა აღსავსე“!

წმ. მუჰამედ შუამავალი ამ ღამეს, უზენაეს ალლაჰს ასე ევედრებოდა: „ო, ალლაჰ, შენ მიმტევებელი ხარ, გიყვარს პატიება, მეც მაპატიე“.  

 

 


საკვანძო სიტყვები: #დღეს ყადირის ღამეა

მსგავსი ინფორმაციები