თურქული ენის გამოცდაზე (TYS) განცხადებების მიღება 21 დეკემბერს დასრულდება

იუნუს ემრეს ინსტიტუტის (YEE) მიერ ორგანიზებული თურქული ენის გამოცდაზე (TYS) განცხადებების მიღება 21 დეკემბერს დასრულდება

1916537
თურქული ენის გამოცდაზე (TYS) განცხადებების მიღება 21 დეკემბერს დასრულდება

იუნუს ემრეს ინსტიტუტის (YEE) მიერ ორგანიზებული თურქული ენის გამოცდაზე (TYS) განცხადებების მიღება მათთვის, ვინც სწავლობს თურქულს, როგორც უცხო ენას ან მეორე ენას, 21 დეკემბერს დასრულდება.

იუნუს ემრეს ინსტიტუტის განცხადებით, ერთადერთი საერთაშორისოდ აღიარებული თურქული ენის გამოცდა TYS, 14 იანვარს ერთდროულად ჩატარდება ყველა ქვეყანაში, სადაც ინსტიტუტი მდებარეობს.

გამოცდა, რომელზეც შემოწმდება მონაწილეთა უნარები თურქულ ენაზე კითხვაში, მოსმენილის გაგებაში, წერასა და საუბარში, სულ 210 წუთს გასტანს და 3 სესიად ჩატარდება.

წარმატებულ კანდიდატებს გადაეცემათ საერთაშორისოდ აღიარებული თურქული ცოდნის სერთიფიკატი ALTE ხარისხის ნიშნით და ეს პირები იმ შემთხვევაში, თუ მიიღებენ უფლებას ისწავლონ თურქეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, თავისუფლდებიან მოსამზადებელ კურსზე სწავლისგან.

გამოცდასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ მიიღოთ მისამართზე "tys.yee.org.tr".



მსგავსი ინფორმაციები