იცით თუ არა, რომ 51-2022

ცელსუსის ბიბლიოთეკა

1870933
იცით თუ არა, რომ 51-2022

იცით თუ არა, რომ 51-2022

ცელსუსის ბიბლიოთეკა

იცით თუ არა, რომ მსოფლიოში ცნობილ ანტიკურ ქალაქ ეფესოში, ანტიკური პერიოდის ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა მდებარეობს?

ყველაზე ცნობილი ნანგრევი, რომელიც გაიგივებულია ისტორიაში ფილოსოფიისა და კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრ ეფესოსთან, არის "ცელსუსის ბიბლიოთეკა", რომელიც აღფრთოვანებას იწვევს თავისი უზარმაზარი სვეტებით. ეს ბიბლიოთეკა, რომელიც ინახავდა დაახლოებით თორმეტ ათას ნაშრომს, იყო მესამე უდიდესი ბიბლიოთეკა რომაულ სამყაროში ალექსანდრიის და პერგამონის შემდეგ და ემსახურებოდა საზოგადოებას ისევე, როგორც დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკები.

რომის იმპერიის ბიბლიოთეკის ერთადერთი შემორჩენილი ნიმუში, ცელსუსის ბიბლიოთეკა, ითვლება არქიტექტურულ საოცრებად. შენობა, რომელიც ყურადღებას იქცევს მდიდრულად მორთული ფასადით, არის 21 მეტრის სიგანის და 17 მეტრი სიმაღლის. ბიბლიოთეკა ძლიერ დაზიანდა დაარსებიდან 130 წლის შემდეგ მომხდარი მიწისძვრის შედეგად. ამ მიწისძვრის შემდეგ ბიბლიოთეკაში არსებული მნიშვნელოვანი ნამუშევრების უმეტესობა განადგურდა. ის საუკუნეების განმავლობაში ნანგრევებად რჩებოდა, სანამ მისი ფასადი არქეოლოგებმა 1970-1978 წლებში არ აღადგინეს.

ბიბლიოთეკის ექსტერიერზე ოთხი ქალის ქანდაკებაა განთავსებული, ესენია: სოფია, რომელიც წარმოადგენს სიბრძნესა და გონიერებას, არეტე, რომელიც წარმოადგენს სათნოებასა და გამბედაობას, ეპისტემე, რომელიც წარმოადგენს მეცნიერებასა და ცოდნას და ენნოია, რომელიც წარმოადგენს აზროვნებას. ამ სკულპტურების ორიგინალები დღეს ვენის მუზეუმშია გამოფენილი.



მსგავსი ინფორმაციები