იცით თუ არა, რომ? 39-2022

არქეოლოგიური გათხრები სტამბოლში

1838577
იცით თუ არა, რომ? 39-2022

იცით თუ არა, რომ? 39-2022

არქეოლოგიური გათხრები სტამბოლში

 

იცითთუ არა, რომ სტამბოლში სატრანსპორტო სისტემის მშენებლობისთვის დაწყებულგათხრებისდროს ქალაქის 8500 წლიანი ისტორიის კვალიაღმოაჩინეს?

 

სტამბოლი, რომელიც უძველესი დროიდან მნიშვნელოვანი ქალაქი იყო გეოგრაფიული მდებარეობის გამო, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, როცა რომის იმპერიის დედაქალაქად გამოცხადდა. ქალაქი, რომელსაც ბიზანტიის იმპერიისა და ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქადაც იყენებდნენ, ცნობილია როგორც "სამი იმპერიის დედაქალაქი". სტამბოლის მდიდარი მემკვიდრეობა, რომელიც შერწყმულია ამ სამი დიდი ცივილიზაციის კულტურებთან, გამოვლინდა 2004-2013 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად.

 

2004 წელს დაწყებული გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დროს, რომელსაც სტამბოლის სრუტის ქვეშ უნდა გაევლო, არქეოლოგიური ნაშთები აღმოაჩინეს იენიქაფის რაიონში, ქალაქის ევროპულ მხარეს. ამის შემდეგ შეწყდა სამშენებლო სამუშაოები და დაიწყო გათხრები ძალიან დიდი არქეოლოგიური ჯგუფით და მოპოვებული იქნა ძალიან მნიშვნელოვანი არქეოლოგიური და ისტორიული ინფორმაცია, რომელიც ნათელს მოჰფენს სტამბოლის უძველეს წარსულს. გათხრების ყველაზე დაბალ ფენაში აღმოჩენილია 8000-8200 წლით დათარიღებული ნეოლითური დასახლება. ეს იყო სტამბოლის უძველესი დასახლება. ამ გათხრებისას ასევე ნაპოვნი იქნა ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქის, კონსტანტინოპოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პორტის, თეოდოსის პორტის ნაშთები.

 

გათხრები, რომლის დროსაც 37 ჩაძირული გემის ნაშთი აღმოაჩინეს, საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს არქეოლოგიურ გათხრებად ითვლება.



მსგავსი ინფორმაციები