სტამბოლში გვიანი ელინისტური პერიოდის სამარხი იპოვეს

სტამბოლში გვიანი ელინისტური პერიოდის სამარხი იპოვეს

1834916
სტამბოლში გვიანი ელინისტური პერიოდის სამარხი იპოვეს

სტამბოლში, ქადიქოიში, ჰაიდარფაშას მატარებლის სადგურზე გათხრების დროს გვიანი ელინისტური პერიოდის მონუმენტური სამარხი იპოვეს.

არქეოლოგიური გათხრები, რომელიც 2018 წელს დაიწყო ჰაიდარფაშას მატარებლის სადგურზე, დასასრულს უახლოვდება. 90 პროცენტით დასრულებული სამუშაოების დროს ახალი აღმოჩენა გაკეთდა.

წყაროებში ქალაქ ქალკედონიის ჩრდილო-დასავლეთ პორტად მოხსენიებულ მხარეში გვიანი ელინისტური ხანის მონუმენტური სამარხი აღმოაჩინეს.

სამუშაოების შესახებ ინფორმაცია სტამბოლის არქეოლოგიური მუზეუმების დირექტორმა, არქეოლოგმა რაჰმი ასალმა გაავრცელა და განაცხადა: ”(მონუმენტური სამარხი) წარმოუდგენელი აღმოჩენაა სტამბოლისთვის, ძალიან დიდი სიურპრიზია. სამწუხაროდ, ელინისტური პერიოდის შესახებ ბევრი მონაცემი არ გვაქვს."



მსგავსი ინფორმაციები