იუნუს ემრეს ინსტიტუტსა და აზერბაიჯანის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის პროტოკოლი გაფორმდა

იუნუს ემრეს ინსტიტუტსა და აზერბაიჯანის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის პროტოკოლი გაფორმდა

1685619
იუნუს ემრეს ინსტიტუტსა და აზერბაიჯანის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის პროტოკოლი გაფორმდა

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტსა (YEE) და აზერბაიჯანის ტექნიკურ უნივერსიტეტს (ATU)  შორის თურქული ენის შესწავლის თაობაზე პროტოკოლი გაფორმდა.

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის თავჯდომარემ პრფ. შერეფ ათეშმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, აზერბაიჯანის ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორ პრფ. ვილაეთ ველიევსაც შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ათეშმა და ველიევმა ხელი მოაწერა ოქმს, რომელიც ითვალისწინებს თურქული ენის სწავლებას სხვადასხვა ფაკულტეტზე და განყოფილებაში.

პროტოკოლის თანახმად, იგი მხარს დაუჭერს სამეცნიერო კვლევებს თურქული ენის სწავლების სფეროში.

YEE-ს თავჯდომარე პრფ. ათეშმა პრესის წევრებს განუცხადა, რომ ისინი მნიშვნელობას ანიჭებენ თურქულის, როგორც სამეცნიერო ენის, გავრცელებას.

ATU-ს რექტორმა ველიევმა კი ასევე  გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ მათ სჭირდებათ თურქული განათლება და მადლობა გადაუხადა YEE–ს მათდამი გამოჩენილი მხარდაჭერისთვის.



მსგავსი ინფორმაციები