იცით თუ არა, რომ? 31-2021

„ქალთა ნამუშევრების ბიბლიოთეკა“

1696539
იცით თუ არა, რომ? 31-2021

იცით თუ არა, რომ? 84-(31)-2021

„ქალთა ნამუშევრების ბიბლიოთეკა“

იცით თუ არა, რომ თურქეთის პირველი და ერთადერთი "ქალთა ნამუშევრების ბიბლიოთეკა" სტამბოლში მდებარეობს?

ქალთა ნამუშევრების ბიბლიოთეკისა და საინფორმაციო ცენტრის ფონდი, რომელიც 1990 წელს გაიხსნა, არის თურქეთის პირველი და ერთადერთი ქალზე ორიენტირებული არქივი და ბიბლიოთეკა.

ცენტრი, რომელიც 1990 წელს გაიხსნა, მიზნად ისახავს ”ქალთა წარსულის კარგად ცოდნას, მკვლევარებისათვის ამ ინფორმაციის ერთობლივ წარდგენას და მომავალი თაობებისთვის დღევანდელი წერილობითი დოკუმენტების შენარჩუნებას”. ბიბლიოთეკის არქივში დაცული კოლექციები მნიშვნელოვანია თურქეთში ოსმალეთის პერიოდიდან დღემდე ქალთა ნამუშევრებისა და დოკუმენტების შენახვის თვალსაზრისით. საბიბლიოთეკო და საარქივო საქმიანობის გარდა, ცენტრში მრავალი ღონისძიება ტარდება როგორიცაა კონფერენციები, პანელები, სემინარები და საერთაშორისო სიმპოზიუმები. ამ გზით ქალების მიერ შექმნილი ყველა სახის ინფორმაციის პრეზენტაცია ღონისძიებების საშუალებით ხდება.

სტამბოლის ბალათას რაიონში მდებარე ბიბლიოთეკა ამ რეგიონის პოპულარიზაციასთან ერთად ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების ყურადღებას იქცევს.



მსგავსი ინფორმაციები