გრენლანდია სწრაფად დნება

მარტო ივლისში 197 მილიარდი ტონა ყინული დადნა

1247202
გრენლანდია სწრაფად დნება

 

ჰაერის ტემპერატურის მომატების გამო, ივლისში, გრენლანდიაში 197 მილიარდი ტონა ყინული დადნა. CNN- ის ახალი ამბების თანახმად, დანიის პოლარული კვლევის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ მარტო 31 ივლისს გრენლანდიაში 10 მილიარდი ტონა ყინული დადნა, ხოლო მთლიანად ივლისის თვეში კი 197 მილიარდი ტონა. დანიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლის, რუთ მოტტრამის განცხადებით, გრენლანდიაში მაღალი ტემპერატურის გამო, ოთხი თვეა რაც ყინული სწრაფად დნება და ეს პროცესი სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. აშშ-ის ოჰაიოს უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ იანვარში გამოქვეყნებული კვლევებით, გრენლანდიის გიგანტური ყინულის მთები, აისბერგები, მის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში 2003-2013 წლებში უკვე აღარ შეინიშნება და 2013 წელს ზედაპირული ყინულის მასის დანაკარგი 2003 წელთან შედარებით, 4-ჯერ უფრო მეტია



მსგავსი ინფორმაციები