ტურიზმი თურქეთში 19

ანტიკური ქალაქი აფროდისიასი

1196572
ტურიზმი თურქეთში 19

 

 

პატ. რ-ბო! ამ ციკლურ პროგრამაში ვაგრძელებთ თქვენთვის თურქეთის ყველაზე გამორჩეული ტურისტული ადგილების გაცნობას და დღეს, სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთ, აფროდიტეს სახელის მატარებელ ანტიკურ ქალაქ აფროდისიასს გაგაცნობთ, რომელიც 2017 წლიდან იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი

რომის იმპერატორმა ავგუსტოსმა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში თქვა, რომ მთელს აზიაში მხოლოდ ეს ქალაქი აირჩია საცხოვრებლად და მას შემდეგ აფროდისიასი დაცული ქალაქი გახდა რა, დღეს ანატოლიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური უბანია.

თურქეთის ეგეოსის რეგიონში,  აიდინის პროვინციის კარასუს რაიონში, ზღვის დონიდან 600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ეს ანტიკური ქალაქი, რომლის ყველაზე მთავარ ბუნებრივ სიმდიდრეს მარმარილოს საბადოები წარმოადგენს

ეს დასახლება აშენებულია ძვ. წ. 5000-იან წლებში და  მეორე საუკუნეში მან ქალაქი-სახელმწიფოს სტატუსი მოიპოვა. მას შემდეგ კი, რაც რომის იმპერატორმა აუგუსტოსმა ეს ქალაქი დაცვის ქვეშ აიყვანა, მას შემდეგ პრივილეგიები მიეცა, მათ შორის გადასახადებისაგანაც გათავისუფდა და როგორც ავტონომიურმა სუბიექტმა, სწრაფად დაიწყო განვითარება და აღზევება. შემდეგ აფროდისიასი კარიის პროვინციის დედაქალაქიც გახდა, თუმცა, ბიზანტიის ეპოქაში იგი დაქვეითებას იწყებს, ხოლო მე-7 საუკუნეში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ იგი დაინგრა და მნიშვნელობა დაკარგა.

ქალაქის მახლობლად მდებარე მარმარილოს საბადოების სიმდიდრემ, აფროდისიასი ქანდაკების მაღალხარისხოვან ცენტრად გადააქცია, განსაკუთრებით კი პირველ და მესამე საუკუნეებში, როცა ამ ქალაქში დამზადებულმა ქანდაკებებმა დიდი აღიარება მოიპოვეს. ამ ქალაქში მოქმედ ხელოვანთა სკოლაში გაიზარდა ათობით მოქანდაკე, რომლებიც  ხმელთაშუა ზღვის პირა რეგიონებში ძალზედ განთქმულნი შეიქმნენ. უფრო მეტიც, სწორე აქ იშვა ხელოვნებაში ე.წ. აფროდისიასის სტილი

აფიროდისიასის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა იყო აფროდიტეს ტაძარი, რომელიც ანტიკური ხანის ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული, ხელოვნების და რელიგიური ცენტრი იყო და იგი პირველად ჯერ ასირიელების მხრიდან, სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთ იშტარის სახელზე აშენდა და შემდეგ ელინებმა მას აფროდიტეს სახელი შეარქვეს.
მეხუთე საუკუნეში ეს ტაძარი ქრისტიანულ ეკლესიად გადააქციეს და ძველი ტაძრის კვალი მთლიანად წაიშლება.

აფროდისიასის მნიშვნელოვან ნაგებობებად ითვლებიან ასევე სებასტიანის ტაძარი, ადრიანის აბანო, სპორტული და საგანმანათებლო ცენტრები, 8 ათას კაცზე გათვალისწინებული აგორა, რომლის კედლებზეც იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ დადგენილი ფასები იყო ჩამოკიდებული და ეს ფასები ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელ ყველაზე მნიშვნელოვან და სანდო დოკუმენტს წარმოადგენდა. რაც შეეხება სტადიონს, იგი 30 ათასი მაყურებელზე იყო გათვალისწინებული და რეგიონის ყველაზე უდიდესს წარმოადგენდა, ხოლო მასთან ახლოს მდებარე თეატრს კი სამ სართულიანი სცენა გააჩნდა

ამ ანტიკური ქალაქის სანახავად ჯერ აიდინში უნდა ჩახვიდეთ, სადაც შეგიძლიათ მოინახულოთ აქვე ახლოს მდებარე დიდიმის აპოლონის ტაძარიც და ბუნების ულამაზესი ხედებიც 

 



მსგავსი ინფორმაციები