ტურიზმი თურქეთში 18

ორ კონტინენტზე მდებარე სტამბოლი

1194275
ტურიზმი თურქეთში 18

 

პატ. რ-ბო! ამ ციკლურ პროგრამაში ვაგრძელებთ თქვენთვის თურქეთის ყველაზე გამორჩეული ტურისტული ადგილების გაცნობას და დღეს, ორ კონტინენტზე მდებარე, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ მეგა ქალაქ სტამბოლს გაგაცნობთ, რომელიც ბოსფორის სრუტის ორივე სანაპიროზეა გადაჭიმული და აერთიანებს მარმარილოს და შავ ზღვას. ამ უნიკალური გეოგრაფიული და სტრატეგიული მდებარეობის გამო, მრავალ ტომებს, ხალხებს და ქვეყნებს უცდიათ მისი კონტროლ ქვეშ აყვანა და ამიტომაც იგი თვითმხილველი ყოფილა მრავალი ომებისა და ბრძოლისა, ხანძრებისა, მიწისძვრებისა და ა.შ. 1985 წლიდან სტამბოლის ისტორიული ნაწილი შეყვანილია  იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში

ჩ.წ.-მდე მე-7 საუკუნეში დაარსებული სტამბული მრავალი სხვადასხვა ცივილიზაციისა და კულტურის მოწმეც ყოფილა და შეიძლება ითქვას, რომ იგი ამ სხვადასხვა კულტურების, რელიგიების და ცივილიზაციების გზაჯვარედინი ყოფილა.

მთელი ისტორიის მანძილზე სტამბოლს სამი უდიდესი იმპერიის, რომის, აღმოსავლეთ რომის, ე.ი. ბიზანტიის და ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქობა გაუწევია

სტამბულის ისტორიულ ნაწილს, რომელსაც ჩრდილოეთიდან ე.წ. ოქროს რქა ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან  ბოსფორის სრუტე და სამხრეთიდან მარმარილოს ზღვა, ცნობილია როგორც “ისტორიული ნახევარკუნძული“. სწორედ ამ ნახევარკუნძულის 4 რეგიონი შეიყვანეს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში და ესენია:  სულთანაჰმედის ურბანული არქეოლოგიური მასივი, სულეიმანიეს კონსერვაციის ტერიტორია, ზეირექის დაცული ტერიტორია და სტამბოლის სახმელეთო ციტადელის კონსერვაციის ზონა.

სულთანაჰმეტის ურბანული არქეოლოგიური მასივი შეიცავს თოფკაფის სასახლეს, აია სოფიის ტაძარს, ძველ იპოდრომს, წმინდა ირინეს კათედრალს და პატარა აია სოფიის მეჩეთს.

თოფკაფის სასახლე, სტამბოლის დამპყრობი ფატიჰ მეჰმეტ მეორის ბრძანებით მე-15 საუკუნეში აიგო და მას შემდეგ ოსმალეთის იმპერიის სულთანთა ყველაზე მნიშვნელოვან საცხოვრებელ სასახლეს წარმოადგენდა, რომელშიც სულთნის ოჯახის და ჰარემის გარდა ცხოვრობდა და მუშაობდა 4000-მდე ადამიანი.
დაახლოებით 80 ათასი კვადრატული მეტრ ფართობს მოიცავს ეს სასახლე, რომელიც 1923 წელს მუზეუმად გადაკეთდა და მასში გამოფენილია  ისლამის წმინდა რელიქვიები, ათასგვარი საგანძური, უიშვიათესი ხელნაწერები, მხატვრული ტილოები, ძვირფასი იუველირები, უძველესი იარაღები და ა.შ,

აია სოფიის ტაძარი, რომელიც ქალაქის  ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს, ბიზანტიის იმპერიიდან არის შემორჩენილი და იგი აშენებული ჩ.წ.-ის მე-5 საუკუნეში და დღეს იგი მნიშვნელოვან მუზეუმს წარმოადგენს.

იპოდრომის რეგიონი ჩ.წ.-ის 200-იან წლებში აშენდა და განკუთვნილი იყო მასშტაბური სოციალური და სპორტული ღონისძიებებისთვის. დღემდე მისი მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.
წმინდა ირინეს კათედრალი და პატარა აია სოფიაც ბიზანტიურ ნაგებობეს წარმოადგენენ და დღეს ისინი მართლმადიდებლური ეკლესიების როლს ასრულებენ

სულეიმანიეს მეჩეთი მე-16 საუკუნის ცნობილი ოსმანი ფადიშაჰის, კანონიერი სულეიმანის დაკვეთით, განთქმული თურქი ხუროთმოძღვრის, მიმარ სინანის მიერ არის აშენებული და აია სოფიასთან ერთად სტამბოლის უნიკალურ სილუეტს ჰქმნიან. სულეიმანიეს კომპლექსში მეჩეთის გარდა, არსებობდა საავადმყოფო, აბანოები, ქარვასლები, მედრესეები, სამედიცინო სკოლა და სახელოსნო

ზეირექის დაცულ ტერიტორიაში შედის ამავე სახელწოდების მეჩეთი, რომელიც ადრე პანტოკრატორის მონასტერს წარმოადგენდა და კიდევ მე-12 საუკუნეში აშენებული სამი მართლმადიდებლური ეკლესია, რომლებიც ოსმანებმა მედრესეებად, ე.ი. უმაღლეს სასწავლებლად გადააკეთეს

და ბოლოს, სტამბოლის სახმელეთო ციტადელის კონსერვაციის ზონაში შედის ქალაქის ისტორიული ციხე გალავანი, რომელიც ბოსფორის სანაპიროდან იწყება და შემდეგ ისტორიულ ნახევარკუნძულს პარალელურად მიუყვება და ამ რეგიონს ზღვის თავდასხმებისგანაც იცავდა და სახმელეთო თავდასხმებისგანაც. ამ გალავნის მშენებლობა ბიზანტიის ეპოქაში, მე-4 საუკუნეში დაიწყო და მომდევნო ეპოქებში მთელი რიგი დამატებები და ცვლილებები გაუკეთეს

ამ გალავნის დიდებული კარიბჭეები, ქალაქში ჩამოსულებისათვის, ოსმანეთის სახელმწიფოს ძლიერების მაჩვენებელ მონუმენტური ნაგებობებს წარმოადგენდნენ და ამიტომ იგი მრავალჯერ არის გარემონებული და რესტავრირებული

ამ მეგა ქალაქში, რომელიც თავის ბუნებრივ და ისტორიულ ასპექტებში უნიკალურია, შარშან, დაახლოებით 14 მილიონი უცხოელი ტურისტი სტუმრობდა.

 



მსგავსი ინფორმაციები