ტურიზმი თურქეთში 15

ჩათალჰოიუქის ნეოლითური ხანის ნასახლარი

1179328
ტურიზმი თურქეთში 15

 

პატ. რ-ბო! ამ ციკლურ პროგრამაში ვაგრძელებთ თქვენთვის თურქეთის ყველაზე გამორჩეული ტურისტული ადგილების გაცნობას და დღეს, ჩათალჰოიქის ნეოლითური ხანის ნასახლარს გაგაცნობთ, რომელიც კაცობრიობის ერთ ერთ პირველ დასახლებად ითვლება და რომელიც 2012 წლიდან შეყვანილია  იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში

დიახ, არქეოლოგიური მტკიცებულებებით, ჩათალჰოიუქი ჯერ კიდევ 9500 წლის წინ მაღალ განვითარებული დასახლებული პუნქტი ყოფილა და აქ აღმოჩენილი უნიკალური მტკიცებულებები, მთელი 9500 წლის განმავლობაში განცდილ კაცობრიობის სოციალურ და კულტურულ ევოლუციას ფაქტებით და ნათლად გვიჩვენებს. ეს რეგიონი უნიკალური არქეოლოგიური უბანია, სადაც მომთაბარე ცხოვრებიდან სოფლის მეურნეობის საზოგადოებაზე გადასვლისა და მუდმივი დასახლებული ცხოვრების მტკიცებულებები მრავლად მოიპოვება

ჩათალჰოიუქი, ცენტრალური ანატოლიაში მდებარე კონიის პროვინციის გურმეს რაიონიდან 11 კილომეტრითაა დაშორებული და როგორც ზემოთ ვთქვით, კაცობრიობის ერთ-ერთ პირველ დასახლებად ითვლება, რომელშიც, ნეოლითის ხანიდან შემორჩენილი არქეოლოგიური მტკიცებულებებითვე,  8 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა.

როგორც ცნობილია, უძველესი ნასახლარები წარმოიქმნება მიწისძვრებისა და ომების შედეგად გაჩენილი ნანგრევების ერთმანეთზე დაგროვების შედეგად. ამ მიზეზით, ისინი ქმნიან სხვადასხვა ეპოქის ისტორიების მულტიფაზიან არქეოლოგიურ ველს

ჩათალჰოიუქის აღმოსავლეთი და დასავლეთი ნასახლარები ორი განსხვავებული სიმაღლის ორ მაღლობს ქმნიან. აღმოსავლეთ ნაწილში ჩატარებული გათხრების შედეგად, ნეოლითური დასახლების 18 კულტურული ფენა იქნა გამოტანილი დღის შუქზე. ძვ. წ. 7000 წლით დათარიღებულ ფენებში, ბევრი მტკიცებულება და ინფორმაციაა მოპოვებული, რომლებიც ადასტურებენ დასახლებულ ცხოვრებას

ნასახლარის დასავლეთი ნაწილი დათარიღებულია ჩ.წ.-მდე 6 ათასიან წლამდე და აქვს ენეოლითური ხანის მახასიათებლები. ამ ნაწილში ცხადად ჩანს ასევე აღმოსავლეთ ნაწილის პირველი ხანების კულტურული სტრუქტურის გაგრძელება. დაახლოებით 14 ჰექტარ ფართობზე განთავსებული ამ ნასახლარში ცხოვრება დუღდა 2000 წლის განმავლობაში

ჩათალჰოიუქში მდებარე სახლების განზომილებებიც და მათი განლაგებაც, ადრეული ურბანიზმისა და საზოგადოებრივი და სოციალური თანასწორობის იდეალების საფუძველს ემყარება.  ამ სახლების ყველაზე მკაფიო მახასიათებლები ისაა, რომ  ისინი, ერთი და იმავე ზომის არიან და შიგნით, სახურავებზე გახსნილი ხვრელიდან დადგმული კიბეებით შედიან, თანაც, ყველა სახლი ერთიმეორეზეა მიბმული. არქეოლოგებისა და ისტორიკოსების აზრით, სავარაუდო მიზეზია მ სიტუაციისა არის ოჯახური კავშირების სიძლიერე და ხალხის კოლექტიურ ცხოვრების არჩევანი. სახლების კედლებზე გამოსახულია გეომეტრიული ფორმები და ფიგურები, ვარსკვლავები, ყვავილების მოტივები, გარეულ და შინაურ ცხოველებზე ნადირობა, ცეკვა- თამაში, ხარი, ირემი და ვერძი. ამ დასახლებაში არ არის ქუჩები და სახლების თანმიმდევრული წესრიგის გამო, მის მაგივრობას სახურავები ასრულებენ.

გათხრები ადასტურებენ რომ პირველი თემური მცხოვრებნი ნადირობით და შემგროვებლობით ირჩენდნენ თავს, მოგვიანებით მათ სოფლის მეურნეობა დაიწყეს.

აღმოსავლეთ ნასახლარში გათხრებისას ქალღმერთთა მრავალი ქანდაკებები აღმოაჩინეს, რომლებიც გამომწვარი თიხის, მარმარილოს ან კირქვისგან არიან დამზადებული და მათი მოცულობა 5 და 15 სანტიმეტრს შორის მერყეობს.

ჩათალჰოიუქში არქეოლოგიური გათხრები დღესაც გრძელდება

 

 



მსგავსი ინფორმაციები