ტურიზმი თურქეთში 4

ნემრუტის მთა

1130758
ტურიზმი თურქეთში 4
4.jpg
6.jpg
8.jpg
7.jpg

 

პატ. რ-ბო! ამ ციკლურ პროგრამაში ვაგრძელებთ თქვენთვის თურქეთის ყველაზე გამორჩეული ტურისტული ადგილების გაცნობას და დღეს ნემრუტის მთას გაგაცნობთ

დედამიწაზე მზის ამოსვლას ყველაზე ლამაზად სად შეიძლება უყუროთ? ამ კითხვას რა თქმა უნდა ძალიან ბევრი პასუხი აქვს და მათ შორის არის ასევე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, 2150 მეტრის სიმაღლის მქონე ნემრუტის მთაც, საიდანაც მზის დაბადების ყურება ნამდვილ ვიზუალურ დღესასწაულს წარმოადგენს.

ეს არ არის ერთადერთი თვისება  ნემრუტის მთისა, რადგან, მის კალთებზეა შემორჩენილი კომაგენეს სამეფოს პერიოდიდან დიდი ქანდაკებები და ძეგლები, რომელთა გაბარიტები უმალ ასეთ კითხვებს დაგიბადებთ, თუ როგორ აიტანეს ამ სიმაღლეზე ჯერ კიდევ ჩ.წ.-მდე ასეთი დიდი და მძიმე წონიანი ლოდები და ქანდაკებები.

კომაგენეს სამეფო ანატოლიის სამხრეთ აღმოსავლეთში ჩ.წ.-მდე 109 წელს განსხვავებული რელიგიებისა და კულტურის ხალხების შერწყმისაგან შექმნა მეფე ანტიოქოს პირველმა. მან ნემრუტის მთაზე დაახლ. ძვ.წ 62 წელს ააგო თავისთვის სამარხი-სამლოცველო, რომელიც დამშვენებული იყო 8-9 მეტრის სიმაღლის ქანდაკებებით, მათ შორისაა 2 არწივი, 2 ლომი, ბერძნული და ირანული პანთეონის ღმერთები. აქ აღმოჩენილი ბერძნული წარწერა მოგვითხრობს, რომ მეფე ანტიოქოს პირველი დაკრძალულია ნემრუტის მთის სამარხში, რომელიც მოხსენიებულია როგორც “მისი სამეფოს სახურავი. ეს განსაცვიფრებელი ნანგრევები თავისი მონუმენტური ქანდაკებებითა და წარწერების მეტრით, ელინისტური პერიოდის ერთ-ერთი შესანიშნავ ძეგლებს წარმოადგენენ.

ნემრუტის მთის მწვერვალზე,145 მეტრი დიამეტრის და 50 მეტრი სიმაღლის მიწაყრილი, სამი მხრიდან ჩრდილოეთით, დასავლეთითა და აღმოსავლეთით ტერასებითაა გარშემორტყმული. ბოლო ორი მათგანი სხვადასხვა პროცესიებისა და რიტუალების დროს გამოიყენებოდა.  5 გიგანტური ქანდაკება ეძღვნება ღმერთებს, რიგის ბოლოში კი, ორივე მხრიდან აღმართულია არწივისა და ლომის ქანდაკებები. ეს ქანდაკებები გამოსახავენ მითოლოგიურ ღმერთებს.

1987 წელს  ეს ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში

 



მსგავსი ინფორმაციები