ვან გოგის ნახატი კვლავ რეკორდულ ფასში გაიყიდა

1882 წლის ნახატი 7 მილიონ ევროდ გაიყიდა

986544
ვან გოგის ნახატი კვლავ რეკორდულ ფასში გაიყიდა

 

ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი, "ქალები, რომლებიც ბადეს არემონტებენ", 7 მილიონ ევროდ გაიყიდა. ვან გოგმა ეს ნახატი 1882 წელს დახტა, ე.ი. ეს ნახატი მისი  სამხატვრო კარიერის პირველ პერიოდს ეკუთვნის. აუქციონი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართა და ხსენებულ ნახატზე დიდი მოთხოვნა იყო და თავიდან 3-5 მილიონ ევროდ გაყიდვას ვარაუდობდნენ, მაგრამ, წუთების შემდეგ იგი 7 მილიონ ევროდ გაიყიდა. მყიდველის შესახებ რაიმე ინფორმაცია არ გავრცელებულა და ვარაუდით, იგი ევროპელი არ არის



მსგავსი ინფორმაციები