იუნუს ემრეს ინსტიტუტის საზაფხულო სკოლა

თბილისში ღია კარის დღე მოეწყო

922024
იუნუს ემრეს ინსტიტუტის საზაფხულო სკოლა

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის 2018 წლის საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით თბილისში  ღია კარის დღე მოეწყო.  პროგრამას ესწრებოდნენ თბილისში, თურქეთის საელჩოს რელიგიურ საქმეთა ატაშე პროფესორი,  ნები გუმუში, იუნუს ემრეს ინსტიტუტის დირექტორი დოქტორი, სელჩუკ ქურშათ ქოჯა, ქართველი თურქოლოგები, სტუდენტები და სხვა სტუმრები. პროგრამაზე სიტყვით გამოსულმა ინსტიტუტის დირექტორმა ქოჯამ 2018 წლის საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით ისაუბრა და დასძინა, რომ ინსტიტუტი,  თბილისში 2012 წელს გაიხსნა და მას შემდეგ დღემდე,  2000-მდე ქართველმა თურქული ენა შეისწავლა. „ორო მეგობარი ქვეყნის, საქართველოს და თურქეთის მუდმივი მეგობრობისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ინსტიტუტი მხოლოდ თურქული ენის შესწავლით არ არის დაკავებული, არამედ ადგილობრივებს თურქულ კულტურასაც აცნობს,“ განაცხადა ქოჯამ.



მსგავსი ინფორმაციები