პიკასოს ნახატი 70 მილიონ დოლარად გაიყიდა

პიკასოს ნახატი „ქალი ბერეტით და კუბოკრული კაბით“ ლონდონში აუქციონზე თითქმის 70 მილიონ დოლარად გაიყიდა

921420
პიკასოს ნახატი 70 მილიონ დოლარად გაიყიდა

ცნობილი ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს ნახატი „ქალი ბერეტით და კუბოკრული კაბით“ ლონდონში აუქციონზე თითქმის 70 მილიონ დოლარად გაიყიდა.  

ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პიკასოს მიერ შექმნილი მარია ტერეზა ვალტერის პორტრეტი „ქალი ბერეტით და კუბოკრული კაბით“ ინგლისის დედაქალქ ლონდონში სოტბის აუქციონზე დაახლოებით 70 მილიონ დოლარად გაიყიდა.

აუქციონის გაყიდვების წარმომადგენელმა ტომას ბომპარდმა აღნიშნა, რომ 1937 წელში შექმნილი ნახატი ბოლო წლებში ბაზარზე გამოტანილი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პორტრეტია.

მანამდე კი ნიუ-იორკში კრისტის აუქციონზე პიკასოს „ალჟირელი ქალები“ 179 მილიონ 365 ათას დოლარად გაიყიდა.


საკვანძო სიტყვები: #პიკასო , #ნახატი , #აუქციონი

მსგავსი ინფორმაციები