TRT Kurdi უმაღლესი დონის მაუწყებლობაზე გადავიდა
ეს ქურთულ ენოვანი არხი 2009 წლიდან მოქმედებს
890443
თურქეთში, პირველი ქურთული არხი, TRT Kurdi, უმაღლესი დონის, HD-ს ხარისხის მაუწყებლობაზე გადავიდა.
ეს არხი, რომელიც თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის, TRT-ს ფარგლებში 2009 წლიდან მოქმედებს, მსოფლიოს 100-ზე მეტ არხს შორის, რომლებიც ქურთულ ენაზე მაუწყებლობენ, ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
TRT-ს სხვა არხებივით, TRT Kurdi-ც, საოჯახო არხია, რომელიც დღის 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს და მისი მაყურებლები ტკბებიან პოპულარული სერიალებით, საინტერესო დოკუმენტური ფილმებით, სპორტული, მუსიკალური და გასართობი პროგრამებით, რელიგიური, კულტურული თუ ბავშვთა გადაცემებით და ა.შ.
მსგავსი ინფორმაციები
ჩინეთი საპორტო ქალაქებში უვიზოდ შესვლის საშუალებას მისცემს ტურისტულ ჯგუფებს
ჩინეთი საპორტო ქალაქებში უვიზოდ შესვლის საშუალებას მისცემს ტურისტულ ჯგუფებს