ელაზიღის ჰაზარის ტბა

თურქეთის უდიდეს ბუნებრივ ტბებში შემავალი  ელაზიღის, ჰაზარის ტბა, მოსახლეობის და უცხოელი ტურისტების ხშირი მონახულების ადგილია

791995
ელაზიღის ჰაზარის ტბა

თურქეთის უდიდეს ბუნებრივ ტბებში შემავალი  ელაზიღის, ჰაზარის ტბა, ზაფხულში სიცხით შეწუხებული ადგილობრივი მოსახლეობის და უცხოელი ტურისტების ხშირი მონახულების ადგილად ითვლება.

მის მიდამოებშია საჯარო ორგანიზაცია-დაწესებულებების განათლების და რეკრეაციული ობიექტები, მრავალი ტექტონიკური ტბა, საბანაკო ადგილები და დასასვენებელი სახლები. რეგიონის მოსახლეობა დიდი პატივისცემით და სტუმართ-მოყვარეობით ხვდება სიცხისგან შეწუხებულ მიმსვლელებს. ტბა, არც თავისი პლიაჟებით ჩამორჩება ხმელთაშუა ზღვის და ეგეოსის სანაპიროებს. განსაკუთრებით ხალხმრავლობაა უქმ დღეებში.

 ტურისტების ჩასვლით, სივირჯეს რაიონის 4 ათასიანი მოსახლეობა, 20 ათასამდე იზრდება. რეგიონში ტარდება საწყალოსნო შეჯიბრებები და პარაშუტით მოგზაურობის მსგავსი ღონისძიებები.

ტბაზე, 8 წელია საკუთარი საწარმოთი დასაქმებული მურად ბაჰჩესი, რეგიონში სერიოზული ინვესტიციების დაბანდებით, საუკეთესო მომსახურებას უწევს დამსვენებლებს. მის საწარმოში, შუა კვირებში, 2 ათასამდე ადამიანი მიდის, უქმ დღეებში მათი რაოდენობა 5 ათასამდე იზრდება. სამხრეთ კორეიდან და ზოგიერთი არაბული სახელმწიფოებიდან ჩასული ტურისტები, დასვენებისთვის ტბას არჩევენ. ჰაზარის ტბა, აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ანადოლუს მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად ითვლება-თქვა მურად ბაჰჩესიმ.



მსგავსი ინფორმაციები