ჩინეთში დაკარგული ტაძარი აღმოაჩინეს

მას 1279 წლის აქეთ ეძებდნენ

746969
ჩინეთში დაკარგული ტაძარი აღმოაჩინეს

ჩინური საინფორმაციო სააგენტო სინხუას ინფორმაციით, როგორც იქნა არქეოლოგებმა ჩინეთის სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩინგდუში ფუგანის ტაძარი აღმოაჩინეს, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა და მას   1279 წლის აქეთ ეძებდნენ.

არქეოლოგიური ექსპედიციის უფროსის განცხადებით, 800 წლიანი ტაძრის მხოლოდ ნაწილი აღმოაჩინეს და დანარჩენი ნაწილის აღმოსაჩენად კი გათხრები გრძელდება.

მისივე თქმით ტაძრის გარდა ჩ.წ.-მდე 1600-185 წლებს შორის ჩინეთში გოუს და შანგის დინასტიების მეფობის პერიოდის 80 აკლდამა, 1000-ზე მეტი ბუდისტური სტელა და 500-მდე ქანდაკებაც აღმოაჩინეს.

რაც შეეხება ტაძარს, იგი 317-429 წლებს შორის აშენდა და მრავალი მიწისძვრისა და მეწყერების შედეგად მიწისქვეშ დარჩა რა, მისი ძებნა ყოველთვის იდგა დღის წესრიგში  



მსგავსი ინფორმაციები