გაიხსნება ჩინგიზ აითმათოვის სახელობის პარკი

ყირგიზი მწერლის, ჟურნალისტის და მთარგმნელის აითმათოვის ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობს თურქეთში

733356
გაიხსნება ჩინგიზ აითმათოვის სახელობის პარკი

გაიხსნება ჩინგიზ აითმათოვის სახელობის პარკი

მალთეფეს მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება თურქული სამყაროს მსოფლიოში აღიარებული მწერლებიდან ჩინგიზ აითმათოვის სახელი მიანიჭოს სტამბოლის მალთეფეს პარკს. გრძელდება პარკის საამშენებლო სამუშაოებისთვის მზადება.

მწერლის ისეთი ნაწარმოებები როგორებიც იყო „ჯემილე“, „სელვი ბოილუმ“, „ალ იაზმალიმ“ და სხვა, ითარგმნა და გამოიცა მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში და დიდი აღიარება მოუპოვა მწერალს.  თურქეთში გადაღებულ იქნა მისი ნაწარმოების „სელვიბოულუმ ალ იაზმალიმ“-ის იმავე სახელწოდების ფილმი. „Gün Olur Asra Bedel“-ის ნაწარმოები კი, 1998 წელში რუსეთის კინო ეკრანებზე იქნა გატანილი.

ყირგიზი მწერლის, ჟურნალისტის და მთარგმნელის აითმათოვის ნაწარმოებები ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს თურქეთში. მწერალი დაიბადა 1928 წელს და 2008 წელს თირკმელების უკმარობის გამო გამოეთხოვა წუთისოფელს.


საკვანძო სიტყვები: #ყირგიზი , #მწერალი , #აითმათოვი , #პარკი

მსგავსი ინფორმაციები