ანტალია ალთინბეშიკის ტბა

ანტლიის იბრადის რეგიონში მდებარე მიწისქვეშა ტბა ალთინბეშიკი, ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების ყველაზე ხშირი მონახულების ადგილია

598120
ანტალია ალთინბეშიკის ტბა

 ანტლიის იბრადის რეგიონში მდებარე მიწისქვეშა ტბა ალთინბეშიკი, ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების ყველაზე ხშირი მონახულების ადგილია.

სოდიანი წყლის გამო, ტბა ფირუზისფერია და გამოქვაბულისკენ ანარეკლი სხივებით, მნახველებში ვიზუალურ საუცხოო სანახაობას იწვევს. გამოქვაბულში კატერებით შესული მნახველები იდუმალი მოგზაურობის მოწმენი ხდებიან.

150 ათასი ჰექტარის ტერიტორიის  ალთინბეშიკის ეროვნულ პარკში მდებარე გამოქვაბული, პირველად აღმოჩენილ იქნა  1966 წელს გეოლოგ თემუჩინ აიგენის მხრიდან.

გამოქვაბულის მეორე და მესამე ფენების გამოკვლევა შესაძლებელია მხოლოდ ექსპერტი გამოქვაბულის მცოდნე მეცნიერების მხრიდან. გამოქვაბულის ეს ადგილები სავსეა პატარა ტბებით და გამდინარი წყლებით.

გამოქვაბულის საერთო სიგრძე 10 კმ-ია. ზედა ნაწილი დაფარულია სტალაქტიდებით და სტალაგმიტებით. ფამუკკალეს მსგავსად ზოგ ადგილებში არის ტრავერტინებიც.

ეს გახლავთ თურქეთის ყველაზე დიდი, მსოფლიოს კი მესამე დიდი მიწისქვეშა ტბა, სადაც წყლის ტემპერატურა წლის განმავლობაში 18 გრადუსია.



მსგავსი ინფორმაციები