ათამბაევი საავადმყოფოში დააწვინეს
იგი სტამბოლიდან ნიუ ორკს მიემგზავრებოდა
სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან ნიუ ორკში გაფრენის წინ, თვითმფრინავში ასვლამდის ცუდად გახდა ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ათამბაევი, რომელმაც ძლიერი ტკივილები იგრძნო გულ-მკერდის არეში და რომელსაც პირველი სამედიცინო დახმარება იქვე აეროპორტში გაუწიეს, თუმცა ექიმებმა მას სასწრაფო სამედიცინო კონტროლის გავლა ურჩიეს.
აეროპორტიდან ათამბაევი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას დეტალურ სამედიცინო გამოკვლევას ჩაუტარებენ და ამიტომ რამდენიმე დღის განმავლობაში იგი ექიმების კონტროლ ქვეშ დარჩება.
Akipress-ის განცხადებით ყირგიზეთის პრეზიდენტი ნიუ ორკში გაეროს 71-ე გენერალურ ასამბლეაზე მიდიოდა ახლა მის მაგივრად ყირგიზეთს ხსენებულ ასამბლეაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ერლან აბდილდაევი წარადგენს.
მიმდინარე წლის 17 სექტემბერს ათამბაევი 60 წლის გახდა
მსგავსი ინფორმაციები
„2024 წლის საპრეზიდენტო კულტურისა და ხელოვნების დიდი ჯილდოების“ მფლობელები დასახელდა
„2024 წლის საპრეზიდენტო კულტურისა და ხელოვნების დიდი ჯილდოების“ მფლობელები დასახელდა