სტამბოლის მიტინგი 1

"დემოკრატიის და შეჰიდთა მიტინგი“-სთვის პრეზიდენტის ერდოღანის და პრემიერ მინისტრის დეპარტამენტის მხრიდან, twitter-ის საშუალებით გამოითქვა მოწოდება

546767
სტამბოლის მიტინგი 1

ფეტულლაჰის ტერ ორგანიზაციის პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის FETÖ/PDY-ს, 15 ივლისის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, დღეების განმავლობაში გრძელდება დემოკრატიის სადარაჯოზე დგომა, რომლის ფინალური აქცია ტარდება სტამბოლის, იენიკაფის მოედანზე.

იენიკაფის მოედანის მიტინგზე, მოსალოდნელია სამ მილიონზე მეტი ადამიანის მონაწილეობა. სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ, გავრცელდება ერთიანობის და სოლიდარობის მესიჯები.

"დემოკრატიის და შეჰიდთა მიტინგის“-თვის მისულმა ასი ათასობით ადამიანმა დაიწყო მოედნის შევსება. მეტრო სადგურების კედლებზე გამოკიდულ იქნა შეჰიდების სურათები.

პრეზიდენტის ეგიდით ჩატარებულ ისტორიულ მიტინგს, შეუერთდებიან პრემიერი ბინალი ილდირიმი, სახალხო რესპუბლიკური პარტიის (CHP) თავმჯდომარე ქემალ ქილიჩდაროღლი და ნაციონალური მოძრაობის პარტიის (MHP) თავმჯდომარე დევლეთ ბაჰჩელი.

გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ჰულუსი აქარიც, პროტოკოლის გათვალისწინებით იქნება მოედანზე.  

გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ჰულუსი აქარიც, პროტოკოლის გათვალისწინებით იქნება მოედანზე.  

მოსალოდნელია ინტენსიური მონაწილეობა ხელოვნების და სპორტის სამყაროდან.

ისტორიული შეხვედრისთვის უსაფრთხოების ზომები მაღალ დონეზე იქნა მიღებული.

მოედანზე იქნება 15 ათასი პოლიციელი და 15 ათასი უსაფრთხოების ძალა.

მონაწილეები, სამი მთავარ შესასვლელში კონტროლის შემდეგ იქნებიან მოედანზე დაშვებულნი.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის განისაზღვრა სხვა შესასვლელები. მიმსვლელისთვის გამოიყო 7 ათასი ავტობუსი.

საზღვაო გზით მისვლა შესაძლებელია 12 სხვადასხვა პუნქტიდან.

დღის განმავლობაში სამარშრუტო რეისს განახორციელებს 50 საზღვაო ტრანსპორტი.

მიტინგის მოედანზე მომსახურებაში იქნება 728 ჯანდაცვის პერსონალი.

239 შეჰიდის წარმოდგენის მიზნით, კონცერტს გამართავს 239 მეჰთერენი.

ამავდროულად, "დემოკრატიის და შეჰიდთა მიტინგი“-სთვის პრეზიდენტის ერდოღანის და პრემიერ მინისტრის დეპარტამენტის მხრიდან, twitter-ის საშუალებით გამოითქვა მოწოდება.  

#TekMilletTekYürek hashtag-ის საშუალებით მოწოდებაში, ადამიანები მიწვეულ იქნენ იენიკაფიში.



მსგავსი ინფორმაციები