აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის თაფლი 9 ქვეყანაში გაიყიდა

აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის თაფლი 9 ქვეყანაში გაიყიდა

2140938
აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის თაფლი 9 ქვეყანაში გაიყიდა

თურქეთში, აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის თაფლი იანვრ-აპრილის პერიოდში 9 ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიყიდა.

აღმოსავლეთ შავი ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ საფფეთ ქალიონჯუმ განაცხადა, რომ 4 თვეში რეგიონიდან 218 ტონა თაფლი გავიდა.

ქალიონჯუმ აღნიშნა, რომ უცხოური გაყიდვებით რეგიონმა 894 მილიონ 471 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

„რეგიონიდან ყველაზე მეტი თაფლის ექსპორტი, 462 ათას 563 დოლარის ოდენობით განხორციელდა აშშ-ში. მას მოჰყვა გერმანია 198 ათას 750 დოლარით და საუდის არაბეთი 96 ათას 216 დოლარით. რეგიონიდან, აღნიშნულ პერიოდში თაფლის ექსპორტი განხორციელდა ასევე, არაბთა გაერთიანებული საამიროებში, კატარში, ომანში, აზერბაიჯანში, ბელგიაში და გაერთიანებულ სამეფოში“, განაცხადა ქალიონჯუმ.



მსგავსი ინფორმაციები