მეჰმედ შიმშექი ბრიუსელში იმყოფება

მეჰმედ შიმშექი ბრიუსელში იმყოფება

2139245
მეჰმედ შიმშექი ბრიუსელში იმყოფება

თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი მეჰმედ შიმშექი, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაემგზავრა.

მინისტრი შიმშექი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში „თურქეთი: წინსვლა ევროპულ ეკოსისტემაში“.

მეჰმედ შიმშექი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარს, პაოლო ჯენტილონის, შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისარს ტიერი ბრეტონსა და ფინანსური მომსახურების, ფინანსური სტაბილურობისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის ევროკომისართან, მაირეად მაკგინესთან.

მინისტრი შიმშექი ვიზიტის ფარგლებში სიტყვით გამოვა ღონისძიებაზე სახელწოდებით „თურქეთი: წინსვლა ევროპულ ეკოსისტემაში“, ბრიუსელის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ანალიტიკურ ცენტრზე.



მსგავსი ინფორმაციები