თურქული ჩაის 4 თვის ექსპორტის შემოსავალმა 10 მილიონ დოლარს გადააჭარბა

თურქული ჩაის 4 თვის ექსპორტის შემოსავალმა 10 მილიონ დოლარს გადააჭარბა

2138884
თურქული ჩაის 4 თვის ექსპორტის შემოსავალმა 10 მილიონ დოლარს გადააჭარბა

თურქეთის ჩაის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 2024 წლის იანვარ-აპრილში 10 მილიონ 461 ათას 225 დოლარს მიაღწია.

აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის ექსპორტიორთა ასოციაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ჩაის სექტორის კომიტეტის თავმჯდომარემ შაბან თურგუთმა განაცხადა, რომ ჩაი თურქეთიდან წლის პირველ 4 თვეში 102 ქვეყანაში, ავტონომიურ და თავისუფალ რეგიონში გაიყიდა.

მისი თქმით, აღნიშნულ პერიოდში ექსპორტირებულია 2 ათას 219 ტონა ჩაი და მიღებულია 10 მილიონ 461 ათას 225 დოლარის შემოსავალი და ყველაზე მეტი ჩაი ბელგიაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გაიყიდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული ჩაი , #ექსპორტი , #ჩაი

მსგავსი ინფორმაციები