თურქეთიდან ჩირის ექსპორტი გაიზარდა

თურქეთიდან ჩირის ექსპორტი გაიზარდა

2133687
თურქეთიდან ჩირის ექსპორტი გაიზარდა

თურქეთიდან ჩირის ექსპორტი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 29,9 პროცენტით გაიზარდა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის ექსპორტიორთა ასოციაციების (GAİB) მონაცემებით ჩირის პროდუქტების სექტორმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 124 ქვეყანაში და თავისუფალ ზონაში 118 ათას 738 ტონა პროდუქტი გაგზავნა.

ამავე მონაცემებით, აღნიშნული სექტორის ექსპორტის შემოსავალი 29,9 პროცენტით გაზარდა და 497 მლნ 639 ათასი დოლარი შეადგინა.

ქვეყნების ჯგუფი, სადაც სექტორმა ყველაზე მეტი ექსპორტი განახორციელა, ევროპის ქვეყნებია, 192 მილიონ 378 ათასი დოლარით.



მსგავსი ინფორმაციები